მომსახურება
ბეტონის ხარისხის შემოწმება
- ბეტონის ნიმუშის სიმტკიცის განსაზღვრას (კუმშვადობაზე გამოცდა)
- ნედლეულისა და ინერტული მასალების ხარისხობრივ შემოწმებას
- სამშენებლო ნორმებთან სრულ შესაბამისობის სერტიფიცირებას
ბეტონის გადატუმბვა
- თანამედროვე ტუმბოები 62, 52, 49, 36 მეტრის სიგრძის ისრით
- ბეტონის სწრაფი და უწყვეტი გადატუმბვა ნებისმიერ სიმაღლეზე
- კვალიფიციური ოპერატორები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი
მცირე ზომის ბეტონ-მიქსერი
- მცირე მოცულობის შეკვეთების ოპერატიული მიწოდება
- მობილურობა და მანევრირება ვიწრო ქუჩებსა და ეზოებში
- გარანტირებული ხარისხი და ნარევის ტრანსპორტირებისას ტემპერატურული რეჟიმის დაცვა
2005 წლიდან დღემდე GBG-ს მისია უცვლელია – საქართველოს ბაზარზე საუკეთესო ხარისხის ცემენტისა და ბეტონის წარმოება. ჩვენი მიზანია უმაღლესი ხარისხის ქართული ცემენტისა და მზა ბეტონის შესყიდვისა თუ ბეტონის მიწოდების პროცესი გახდეს მაქსიმალურად მარტივი, მოქნილი და ხელმისაწვდომი.
კითხვები & პასუხები
გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს & პასუხებს ხოლო ამომწურავი ინფორმაციის მისაღებათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე ან შეავსოთ შეკვეთის ფორმა
შემიძლია თუ არა ბეტონის ლაბორატორიული ტესტირების შეკვეთა?
GBG-ის აკრედიტებული ლაბორატორია უზრუნველყოფს ბეტონის ნიმუშის სიმტკიცის განსაზღვრას (კუმშვადობაზე გამოცდა), ინერტული მასალებისა და ნედლეულის ხარისხობრივ შემოწმებას და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის დადგენას.
შემიძლია თუ არა ცემენტის ლაბორატორიული ტესტირების შეკვეთა?
ლაბორატორია ცემენტისა და ბეტონის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ატარებს თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ISO სტანდარტების დაცვით. ცემენტის შემთხვევაში მოწმდება ფიზიკურ-მექანიკური მაჩვენებლები. კონკრეტული გამოცდების ჩამონათვალისა და ვადების დასაზუსტებლად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ან შეავსოთ შეკვეთის ფორმა.
შემიძლია ბეტონის გადატუმბვა ბეტონმიქსერთან ერთად შევუკვეთო?
დიახ, ორივე მომსახურება ერთი შეკვეთით ფორმდება. შეკვეთის ფორმაში ბეტონის კლასისა და მიწოდების ადგილის მითითებისას აირჩიეთ ბეტონსაქაჩი ტუმბოს ისრის სიგრძე — 62, 52, 49 ან 36 მეტრი. ბეტონიც და ბეტონსაქაჩი ტუმბოც შეთანხმებული გრაფიკით, ერთდროულად მოგეწოდებათ, რაც უზრუნველყოფს ჩამოსხმის უწყვეტ პროცესს.
რამდენი კუბი ბეტონის მიწოდება შეუძლია მცირე ზომის ბეტონმიქსერს?
მცირე ზომის ბეტონმიქსერის ტევადობაა 3 მ³. ის განკუთვნილია მცირე მოცულობის შეკვეთებისთვის, მჭიდროდ დასახლებულ უბნებსა და ვიწრო, რთულად მისადგომ ლოკაციებზე ოპერატიული მიწოდებისთვის. სტანდარტული ბეტონმიქსერის ტევადობა კი 7-დან 10 მ³-მდეა.
გასცემთ თუ არა ბეტონის ტესტირების სრულ დასკვნას თქვენი აკრედიტებული ლაბორატორიიდან?
გამოცდის დასრულების შემდეგ გაიცემა ოფიციალური დასკვნა (გამოცდის ოქმი) GBG-ის აკრედიტებული ლაბორატორიიდან, სადაც ასახულია ნიმუშის მონაცემები, ჩატარებული გამოცდები, მიღებული შედეგები და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობა.
