ჩვენ შესახებ | GBG ჯორჯიან ბილდინგ გრუფი

ჩვენ შესახებ

ჯიბიჯი – შენი მყარი საფუძველი

ჯორჯიან ბილდინგ გრუფი (GBG) უმაღლესი ხარისხის ქართულ ცემენტსა და მზა ბეტონს 2005 წლიდან აწარმოებს. როგორც ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი, კომპანია გამოირჩევა მასშტაბური საწარმოო სიმძლავრეებით, ინოვაციური ტექნოლოგიებითა და პროდუქტის წარმოების უკომპრომისო ხარისხით.

დაარსებიდან დღემდე, GBG-ის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტი პარტნიორებთან საიმედო ურთიერთობა და მათი ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებაა. ჩვენი თანამშრომლობა ეფუძნება სახელშეკრულებო პირობების აბსოლუტურ სიზუსტეს, უწყვეტ ლოჯისტიკასა და ბეტონის მიწოდების მაღალ სტანდარტს.

1
წარმატებული წელი ქართულ ბაზარზე
საქართველოს ცემენტის ასოციაციის დამფუძნებელი წევრი
sustainable1
GCA
წევრი

2005 წლიდან დღემდე GBG-ს მისია უცვლელია – საქართველოს ბაზარზე საუკეთესო ხარისხის ცემენტისა და ბეტონის წარმოება. ჩვენი მიზანია უმაღლესი ხარისხის ქართული ცემენტისა და მზა ბეტონის შესყიდვისა თუ ბეტონის მიწოდების პროცესი გახდეს მაქსიმალურად მარტივი, მოქნილი და ხელმისაწვდომი.

ბაზარზე
0 +
წელი
დასაქმებული
1 +
ადამიანი
პარტნიორი
35 +
კომპანია
მ³ წარმოებული ბეტონი
0 +
ტონა წარმოებული ცემენტი
35 +

ისტორია

დაარსების დღიდან კომპანიამ შექმნა სრული საწარმოო ჯაჭვი, რომელიც მოიცავს ნედლეულის მოპოვებას, ქართული ცემენტისა და ბეტონის წარმოებას და ხარისხის ლაბორატორიულ კონტროლს

სერტიფიკაცია

GBG-ში მაღალი ხარისხი უწყვეტი სისტემაა და არა შემთხვევითობა. ბეტონისა და ცემენტის წარმოების თითოეული ეტაპი – ნედლეულის მიღებიდან ობიექტზე ბეტონის მიწოდებამდე – იმართება ISO 9001:2015 (ხარისხის მართვის სისტემა – QMS) საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ყოველ პროცესს აქვს მკაცრად განსაზღვრული პროცედურები და საკონტროლო წერტილები.

ამავე პრინციპით არის ორგანიზებული შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა – ISO 45001:2018 (OHSMS) სტანდარტით. ორივე სერტიფიკატი გაცემულია ავტორიტეტული გერმანული ორგანიზაცია TÜV SÜD-ის მიერ და მოწმდება რეგულარული პერიოდული აუდიტით.

ხარისხის მართვის სისტემის (QMS) საერთაშორისო სტანდარტი
sustainable1
TUV SUD
ISO 9001:2015
შრომის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მართვის სისტემის (OHSMS) საერთაშორისო სტანდარტი
sustainable1
TUV SUD
ISO 45001:2018

ჩვენ გთავაზობთ

ქართულ ცემენტს, მზა ბეტონს, ინერტულ მასალებს და მათთან დაკავშირებულ სერვისებს – წარმოების თითოეული ეტაპი ხორციელდება GBG-ის მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში

ინერტული მასალა

ხრეშის, ქვიშისა და ღორღის წარმოება მოხისის საწარმოში. სრულად დახარისხებული მასალები ბეტონისა და სამშენებლო ნარევებისთვის — დროული მიწოდება ნებისმიერი მოცულობით.

ცემენტი

CEM II/B-P 32,5N, CEM II/A-P 42,5N და CEM I 42,5N მარკის ნაყარი და ტომრის ცემენტი ავჭალის საწარმოდან. ლაბორატორიული კონტროლი თითოეული პარტიისთვის — ოპერატიული მიწოდება როგორც მცირე, ისე მსხვილი პროექტებისთვის.

ბეტონი

ჯიბიჯი აწარმოებს B7.5-დან B40-მდე კლასის ბეტონს. თითოეული პარტია გადის ხარისხის მკაცრ კონტროლს საწარმოშივე არსებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

ჩვენი პარტნიორები

ბაზარზე მოღვაწე წამყვანი დეველოპერული და სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ჯორჯიან ბილდინგ გრუფის პროდუქციას ყოველდღიურად ირჩევენ

პარტნიორთა გამოცდილება

გაეცანით ჩვენი პარტნიორების შეფასებებსა და გამოცდილებას, რომლებიც წლებია GBG-ის ქართულ ცემენტსა და ბეტონს ენდობიან

თანამედროვე ბეტონის ქარხანა თბილისში

მიიღეთ სპეციალური შეთავაზება

შეავსეთ შეკვეთის ფორმა და ჩვენი გაყიდვების მენეჯერი დაგიკავშირდებათ უმოკლეს დროში თქვენზე მორგებული შეთავაზებით