ბეტონი
ჯიბიჯი – შენი მყარი საფუძველი
ბეტონი არის უნივერსალური ხელოვნური ქვა, რომელიც თანამედროვე მშენებლობისა და არქიტექტურის ძირითად საფუძველს წარმოადგენს.
GBG ჯორჯიან ბილდინგ გრუფი-ის ბეტონი თანამედროვე არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურული პროექტების საიმედო საყრდენია. იგი უზრუნველყოფს შენობების მაღალ მზიდუნარიანობას, ხანგრძლივ ექსპლუატაციასა და სეისმომედეგობას ნებისმიერი სირთულის მონოლითური მშენებლობისას.
ჩვენს ბაზაზე ფუნქციონირებს თანამედროვე, სრულად ავტომატიზებული ბეტონის საწარმოები. მათ შორის გამორჩეულია ავჭალის ბეტონის საწარმო, რომელიც წარმადობით ყველაზე დიდია თბილისში – 200 მ³/სთ. პროდუქციის წარმოება ხორციელდება საერთაშორისო EN/ISO სტანდარტების სრული დაცვით, ხოლო მასშტაბური საწარმოო სიმძლავრეები და აკრედიტებული ლაბორატორია ნებისმიერი კლასისა თუ ტექნიკური მახასიათებლის ბეტონის სტაბილურ ხარისხს უზრუნველყოფს.
ბეტონის კლასები
ჯორჯიან ბილდინგ გრუფი აწარმოებს ნებისმიერი სიმტკიცისა და ტექნიკური მახასიათებლის მზა ბეტონს
| ბეტონის კლასი | სიმტკიცე კუმშვაზე - R, მპა | გამოყენების სფერო |
|---|---|---|
B-7.5 / M-100 |
9.8 | მოსამზადებელი ფენა, ბეტონის ბალიში ფუნდამენტის ქვეშ |
B-11.5 / M-150 |
14.7 | მოსამზადებელი სამუშაოები, ბილიკები, მოსაჭიმი ფენა |
B-15 / M-200 |
19.6 | მოსაჭიმი იატაკი, ბილიკები, გარე საფარი |
B-20 / M-250 |
26.2 | მსუბუქი ფუნდამენტები, კიბეები, მოედნები |
B-22.5 / M-300 |
29.4 | გადახურვის ფილები, კიბის ბაქნები, პარკინგი |
B-25 / M-350 |
32.7 | ყველაზე მოთხოვნადი კლასი — საცხოვრებელი სახლები, მონოლითური კონსტრუქციები |
B-30 / M-400 |
39.2 | ხიმინჯები, მძიმედ დატვირთული ფუნდამენტები, სვეტები |
B-35 / M-450 |
45.8 | მაღალსართულიანი შენობების დატვირთული ელემენტები |
B-40 / M-540 |
52.4 | ხიდები, ჰიდროტექნიკური და განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ნაგებობები |
სულფატომედეგი ბეტონი
ყინვამედეგი ბეტონი
წყალუჟონადი ბეტონი
წვრილმარცლოვანი ბეტონი
ბეტონის მიწოდება
GBG ახორციელებს ბეტონის ლოჯისტიკასა და მიწოდებას როგორც მსხვილი ინდუსტრიული, ისე ინდივიდუალური პროექტებისთვის თბილისში, რუსთავში, მცხეთასა და მიმდებარე რეგიონებში. ტრანსპორტირებისას კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნარევის ჰომოგენურობის შენარჩუნება და სეგრეგაციის (დაშლის) თავიდან აცილება.
ჩვენი ავტოპარკი დაკომპლექტებულია გამართული ავტობეტონმზიდებით (მიქსერები) და სხვადასხვა სიგრძის ისრის მქონე ბეტონის ავტოპომპებითა თუ სტაციონარული ტუმბოებით. ეს შესაძლებლობას გვაძლევს, ბეტონის დასხმის პროცესი განვახორციელოთ უწყვეტ რეჟიმში, მათ შორის რთული რელიეფის, მჭიდრო განაშენიანებისა თუ მაღალსართულიანი მშენებლობის პირობებში.
ბეტონის ხარისხი
ბეტონის ხარისხი და სიმტკიცე პირდაპირ კავშირშია საწარმოო პროცესის ტექნოლოგიურ სიზუსტესთან. GBG-ის საწარმოში ფუნქციონირებს აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს როგორც შემომავალი ნედლეულის (ცემენტი, ინერტული მასალები), ისე მზა ბეტონის ნარევის სრულყოფილ ფიზიკურ-მექანიკურ ტესტირებას.
თითოეული პარტია გადის ხარისხის კონტროლს, რაც მშენებლისთვის საპროექტო ნორმების სრული დაცვის გარანტიაა.
კითხვები & პასუხები
გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს & პასუხებს ხოლო ამომწურავი ინფორმაციის მისაღებათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე ან შეავსოთ შეკვეთის ფორმა
რომელი კლასის ბეტონი მჭირდება ჩემი პროექტისთვის?
ბეტონის კლასს ობიექტის დატვირთვისა და საპროექტო მოთხოვნების მიხედვით ირჩევენ.
გაეცანით ბეტონის კლასების გზამკვლევს ამავე გვერდზე არსებულ ცხრილში და მარტივად შეარჩიეთ ბეტონი თქვენი პროექტისთვის.
რა ღირს ბეტონ-მიქსერისა და ბეტონ-ტუმბოს მომსახურება?
ბეტონ-მიქსერის და ბეტონ-ტუმბოს (პომპის) მომსახურების ღირებულება ანგარიშდება ობიექტის ლოკაციის, ისრის სიგრძისა და ბეტონის მოცულობის მიხედვით. კონკრეტული შეკვეთის ღირებულების დასადგენად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან ისარგებლოთ ამავე გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმით.
რამდენ ხანში მიდის ბეტონი ობიექტამდე?
ბეტონის მიწოდება ხორციელდება დამკვეთთან შეთანხმებული გრაფიკის სრული დაცვით. GBG-ის გამართული ლოჯისტიკა უზრუნველყოფს პროდუქციის უწყვეტ და ოპერატიულ ტრანსპორტირებას თბილისსა და მიმდებარე რეგიონებში.
რა მინიმალური მოცულობის ბეტონის შეკვეთაა შესაძლებელი?
GBG-ში ბეტონის მიწოდება ხორციელდება ნებისმიერი მოცულობით. სტანდარტული ბეტონმიქსერის ტევადობა 7-დან 10 მ³-მდეა, ხოლო მცირე შეკვეთებისთვის ვიყენებთ კომპაქტურ ბეტონმიქსერს, რომელიც გამოიყენება ვიწრო და რთულად მისადგომ ადგილებში ოპერატიული მიწოდებისთვის.
რა სახეობის ცემენტს იყენებთ ბეტონში?
GBG-ის ბეტონის წარმოებაში გამოიყენება ჩვენივე მოპოვებული ინერტული მასალისგან დამზადებული GBG ცემენტი - პორტლანდცემენტი (CEM I 42.5N, CEM II/A-P 42.5N და CEM II/B-P 32.5N), რომელიც სრულად აკმაყოფილებს სართაშორისო სტანდარტებს. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს ერთგავროვანი, სტაბილური და მაღალი ხარისხის ბეტონი.
