ცემენტი
ჯიბიჯი – შენი მყარი საფუძველი
ცემენტი არის კლინკერისა და თაბაშირისგან დამზადებული წმინდად დაფქული მინერალური შემკვრელი, რომელიც წარმოადგენს უმთავრეს კომპონენტს ბეტონის, მშრალი სამშენებლო ნარევებისა და მონოლითური კონსტრუქციების წარმოებაში.
ჯიბიჯი პორტლანდცემენტი 21 წელზე მეტია ბაზრის სტაბილური ხარისხის გარანტიაა. თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზი იძლევა საშუალებას, უზრუნველვყოთ კლინკერისა და დანამატების ოპტიმალური პროპორციები პროდუქციის სტაბილური ხარისხის მისაღწევად.
სწორედ ჩვენი ცემენტის ბაზაზე წარმოებული ბეტონით შენდება საქართველოს უმსხვილესი და სტრატეგიული მნიშვნელობის ნაგებობები.
| ცემენტის ტიპი | შეფუთვა | გამოყენება |
|---|---|---|
პორტლანდ ცემენტი — CEM II/B-P 32,5N |
ნაყარი · 50 / 40 / 25 კგ ტომარა | ზოგადი სამშენებლო სამუშაოები, წყობა, ბათქაში, მოჭიმვა |
პორტლანდ ცემენტი — CEM II/A-P 42,5N |
ნაყარი · 50 / 40 / 25 კგ ტომარა | მონოლითური სამუშაოები, ფუნდამენტები, რკინაბეტონი |
პორტლანდ ცემენტი — CEM I/42,5N |
ნაყარი · 50 / 40 / 25 კგ ტომარა | მაღალმარკიანი ბეტონი, ასაწყობი კონსტრუქციები, პასუხისმგებელი ნაგებობები |
ცემენტის ხარისხი
ცემენტის მაღალი ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს მომავალი მშენებლობის სიმტკიცესა და მდგრადობას. GBG-ის საწარმოში ფუნქციონირებს აკრედიტებული ლაბორატორია, სადაც უმკაცრეს კონტროლს გადის როგორც შემომავალი ინერტული მასალა, ისე უშუალოდ ცემენტის წარმოების პროცესი.
პროდუქციის თითოეული პარტია ექვემდებარება სრულყოფილ ფიზიკურ-მექანიკურ ტესტირებას, რასაც ადასტურებს საერთაშორისო შემოწმებები და შესაბამისობის სერტიფიკატები — ეს კი მშენებლისთვის საპროექტო ნორმების სრული დაცვისა და უმაღლესი სტანდარტის გარანტიაა.
2005 წლიდან დღემდე GBG-ს მისია უცვლელია – საქართველოს ბაზარზე საუკეთესო ხარისხის ცემენტისა და ბეტონის წარმოება. ჩვენი მიზანია უმაღლესი ხარისხის ქართული ცემენტისა და მზა ბეტონის შესყიდვისა თუ ბეტონის მიწოდების პროცესი გახდეს მაქსიმალურად მარტივი, მოქნილი და ხელმისაწვდომი.
კითხვები & პასუხები
გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს & პასუხებს ხოლო ამომწურავი ინფორმაციის მისაღებათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე ან შეავსოთ შეკვეთის ფორმა
რა განსხვავებაა CEM I და CEM II მარკის ცემენტებს შორის?
მთავარი განსხვავება მინერალური დანამატების შემცველობაშია:
- CEM I (სუფთა პორტლანდცემენტი): შეიცავს 95-100% კლინკერს დანამატების გარეშე. გამოირჩევა მაღალი საწყისი სიმტკიცით და გამოიყენება განსაკუთრებით საპასუხისმგებლო, მაღალდატვირთვიანი კონსტრუქციების დასამზადებლად.
- CEM II (პორტლანდცემენტი მინერალური დანამატებით): კლინკერთან ერთად შეიცავს მინერალურ დანამატებს. დანამატები აუმჯობესებს ნარევის დამუშავებადობას, ამცირებს ჰიდრატაციის თბოგამოყოფას (ბზარების გაჩენის რისკს) და ზრდის ყინვაგამძლეობას (მაგ. CEM II/A-P 42.5N და CEM II/B-P 32.5N).
როგორ განვსაზღვროთ ცემენტის საჭირო მარკა მშენებლობისას?
ცემენტის შერჩევა ხდება საპროექტო მოთხოვნებიდან გამომდინარე:
- სამშენებლო/მზიდი კონსტრუქციებისთვის გამოიყენება CEM I 42.5N ან CEM II/A-P 42.5N, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ კუმშვადობის სიმტკიცესა და ხანგრძლივ მდგრადობას.
- სარემონტო, სამშენებლო-სამონტაჟო და მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის გამოიყენება CEM II/B-P 32.5N, რომელიც უზრუნველყოფს მაღალ პლასტიკურობასა და ოპტიმალურ დამუშავებადობას.
როგორია ცემენტის ფასი 1 ტონაზე ან ტომარაზე?
ცემენტის ღირებულება დამოკიდებულია მარკაზე (CEM I 42.5N, CEM II/A-P 42.5N, CEM II/B-P 32.5N), შეფუთვის ტიპსა (ნაყარი თუ ტომრებში: 25, 40, 50 კგ) და შეკვეთის მოცულობაზე. საბითუმო და მასშტაბურ შესყიდვებზე მოქმედებს ინდივიდუალური ფასდაკლება. ზუსტი ტარიფის გასაგებად დაგვიკავშირდით თქვენთვის მოსახერხებელი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით.
რა ღირს GBG-ის ცემენტის ტრანსპორტირება ობიექტზე?
მიწოდების ტარიფი ინდივიდუალურია და გამოითვლება ტონაჟისა და მიტანის მისამართის გათვალისწინებით. დეტალური ფასების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე.
