ცემენტი

ჯიბიჯი – შენი მყარი საფუძველი

ცემენტი არის კლინკერისა და თაბაშირისგან დამზადებული წმინდად დაფქული მინერალური შემკვრელი, რომელიც წარმოადგენს უმთავრეს კომპონენტს ბეტონის, მშრალი სამშენებლო ნარევებისა და მონოლითური კონსტრუქციების წარმოებაში.

ჯიბიჯი პორტლანდცემენტი 21 წელზე მეტია ბაზრის სტაბილური ხარისხის გარანტიაა. თანამედროვე ტექნოლოგიური ხაზი იძლევა საშუალებას, უზრუნველვყოთ კლინკერისა და დანამატების ოპტიმალური პროპორციები პროდუქციის სტაბილური ხარისხის მისაღწევად.

სწორედ ჩვენი ცემენტის ბაზაზე წარმოებული ბეტონით შენდება საქართველოს უმსხვილესი და სტრატეგიული მნიშვნელობის ნაგებობები.

8,700,000 ტონა წარმოებული უმაღლესი ხარისხის ცემენტი 2005 წლიდან
sustainable1
GCA
დამფუძნებელი წევრი
ნაყარი ცემენტი
GBG აწარმოებს CEM I 42.5N, CEM II/A-P 42.5N და CEM II/B-P 32.5N მარკის ნაყარ ცემენტს უწყვეტ რეჟიმში, ნებისმიერი მოცულობით — თქვენი ყველაზე ამბიციური პროექტებისთვის
ტომრის ცემენტი
შეარჩიეთ GBG-ის მაღალი ხარისხის ცემენტი 25 კგ, 40 კგ და 50 კგ-იან ტომრებში - გარანტირებული წონა, სტაბილური მარკა და ტენგამძლე შეფუთვა.
ცემენტის ტიპი შეფუთვა გამოყენება
პორტლანდ ცემენტი — CEM II/B-P 32,5N ნაყარი · 50 / 40 / 25 კგ ტომარა ზოგადი სამშენებლო სამუშაოები, წყობა, ბათქაში, მოჭიმვა
პორტლანდ ცემენტი — CEM II/A-P 42,5N ნაყარი · 50 / 40 / 25 კგ ტომარა მონოლითური სამუშაოები, ფუნდამენტები, რკინაბეტონი
პორტლანდ ცემენტი — CEM I/42,5N ნაყარი · 50 / 40 / 25 კგ ტომარა მაღალმარკიანი ბეტონი, ასაწყობი კონსტრუქციები, პასუხისმგებელი ნაგებობები

ცემენტის ხარისხი

ცემენტის მაღალი ხარისხი პირდაპირ განსაზღვრავს მომავალი მშენებლობის სიმტკიცესა და მდგრადობას. GBG-ის საწარმოში ფუნქციონირებს აკრედიტებული ლაბორატორია, სადაც უმკაცრეს კონტროლს გადის როგორც შემომავალი ინერტული მასალა, ისე უშუალოდ ცემენტის წარმოების პროცესი.

პროდუქციის თითოეული პარტია ექვემდებარება სრულყოფილ ფიზიკურ-მექანიკურ ტესტირებას, რასაც ადასტურებს საერთაშორისო შემოწმებები და შესაბამისობის სერტიფიკატები — ეს კი მშენებლისთვის საპროექტო ნორმების სრული დაცვისა და უმაღლესი სტანდარტის გარანტიაა.

GBG-ის მისიაა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით მაქსიმალური ხარისხის უზრუნველყოფა და მომსახურების პროცესში მოქნილობისა და სიზუსტის დაცვით, ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო ხარისხის ცემენტისა და ბეტონის შესყიდვის პროცესის ხელმისაწვდომობის გაზრდა. 

ბაზარზე
0 +
წელი
დასაქმებული
1 +
ადამიანი
პარტნიორი
35 +
კომპანია
წარმოებული ბეტონი მ3
0 +
ტონა წარმოებული ცემენტი
35 +
GBG-ჯიბიჯი-georgian-building-group-ცემენტის-ქარხანა-cement-6

კითხვები & პასუხები

გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს & პასუხებს ხოლო ამომწურავი ინფორმაციის მისაღებათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე ან შეავსოთ შეკვეთის ფორმა

რა განსხვავებაა CEM I და CEM II მარკის ცემენტებს შორის?

მთავარი განსხვავება მინერალური დანამატების შემცველობაშია:

  • CEM I (სუფთა პორტლანდცემენტი): შეიცავს 95-100% კლინკერს დანამატების გარეშე. გამოირჩევა მაღალი საწყისი სიმტკიცით და გამოიყენება განსაკუთრებით საპასუხისმგებლო, მაღალტვირთული კონსტრუქციების დასამზადებლად (მაგ. CEM I 42.5N).
  • CEM II (პორტლანდცემენტი მინერალური დანამატებით): კლინკერთან ერთად შეიცავს მინერალურ დანამატებს (მაგ. პოზოლანას). დანამატები აუმჯობესებს ნარევის დამუშავებადობას, ამცირებს ჰიდრატაციის თბოგამოყოფას (ბზარების გაჩენის რისკს) და ზრდის ყინვაგამძლეობას (მაგ. CEM II/A-P 42.5N და CEM II/B-P 32.5N).
როგორ განვსაზღვროთ ცემენტის საჭირო მარკა მშენებლობისას?

ცემენტის შერჩევა ხდება საპროექტო მოთხოვნებიდან გამომდინარე:

  • სამშენებლო/მზიდი კონსტრუქციებისთვის გამოიყენება CEM I 42.5N ან CEM II/A-P 42.5N, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალ კუმშვადობის სიმტკიცესა და ხანგრძლივ მდგრადობას.
  • სარემონტო, სამშენებლო-სამონტაჟო და მოსაპირკეთებელი სამუშაოებისთვის გამოიყენება CEM II/B-P 32.5N, რომელიც უზრუნველყოფს დუღაბის მაღალ პლასტიკურობასა და ოპტიმალურ დამუშავებადობას.
როგორია ცემენტის ფასი 1 ტონაზე ან ტომარაზე?

ცემენტის ღირებულება დამოკიდებულია მარკაზე (CEM I 42.5N, CEM II/A-P 42.5N, CEM II/B-P 32.5N), შეფუთვის ტიპსა (ნაყარი თუ ტომრებში: 25, 40, 50 კგ) და შეკვეთის მოცულობაზე. საბითუმო და მასშტაბურ შესყიდვებზე მოქმედებს ინდივიდუალური ფასდაკლება. ზუსტი ტარიფის დასაზუსტებლად დაგვიკავშირდი

რა ღირს GBG-ის ცემენტის ტრანსპორტირება ობიექტზე?

მიწოდების ტარიფი ინდივიდუალურია და გამოითვლება ტონაჟისა და მიტანის მისამართის გათვალისწინებით. დეტალური ფასების დასაზუსტებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე. 

შეუკვეთეთ GBG-ის პროდუქცია