მომსახურება
ბეტონის ხარისხის შემოწმება
- ბეტონის ნიმუშის სიმტკიცის განსაზღვრას (კუმშვადობაზე გამოცდა)
- ნედლეულისა და ინერტული მასალების ხარისხობრივ შემოწმებას
- სამშენებლო ნორმებთან სრულ შესაბამისობის სერტიფიცირებას
ბეტონსაქაჩი ტუმბო
- თანამედროვე ტუმბოები 62, 52, 49, 36 მეტრის სიგრძის ისრით
- ბეტონის სწრაფი და უწყვეტი გადატუმბვა ნებისმიერ სიმაღლეზე
- კვალიფიციური ოპერატორები და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი
მცირე ზომის ბეტონ-მიქსერი
- მცირე მოცულობის შეკვეთების ოპერატიული მიწოდება
- მობილურობა და მანევრირება ვიწრო ქუჩებსა და ეზოებში
- გარანტირებული ხარისხი და ნარევის ტრანსპორტირებისას ტემპერატურული რეჟიმის დაცვა
GBG-ის მისიაა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით მაქსიმალური ხარისხის უზრუნველყოფა და მომსახურების პროცესში მოქნილობისა და სიზუსტის დაცვით, ადგილობრივ ბაზარზე საუკეთესო ხარისხის ცემენტისა და ბეტონის შესყიდვის პროცესის ხელმისაწვდომობის გაზრდა.
კითხვები & პასუხები
გაეცანით ხშირად დასმულ კითხვებს & პასუხებს ხოლო ამომწურავი ინფორმაციის მისაღებათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე ან შეავსოთ შეკვეთის ფორმა
რომელი მარკის კლასის ბეტონი მჭირდება ჩემი პროექტისთვის?
ბეტონის მარკას ობიექტის დატვირთვისა და საპროექტო მოთხოვნების მიხედვით ირჩევენ.
გაეცანით ბეტონის მარკების გზამკვლევს ამავე გვერდზე არსებულ ცხრილში და მარტივად შეარჩიეთ თქვენზე მორგებული კლასი.
რა ღირს ბეტონ-მიქსერისა და პომპის მომსახურება?
ბეტონ-მიქსერის და ბეტონ-ტუმბოს (პომპის) მომსახურების ღირებულება ანგარიშდება ობიექტის ლოკაციის, ისრის სიგრძისა და ბეტონის მოცულობის მიხედვით. კონკრეტული შეკვეთის ღირებულების დასადგენად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე ან ისარგებლოთ ამავე გვერდზე არსებული შეკვეთის ფორმით.
რამდენ ხანში მიდის ბეტონი ობიექტამდე?
ბეტონის მიწოდება ხორციელდება დამკვეთთან შეთანხმებული გრაფიკის სრული დაცვით. GBG-ის გამართული ლოჯისტიკა უზრუნველყოფს პროდუქციის უწყვეტ და ოპერატიულ ტრანსპორტირებას თბილისსა და მიმდებარე რეგიონებში.
რა მინიმალური მოცულობის ბეტონის შეკვეთაა შესაძლებელი?
GBG-ში ბეტონის მიწოდება ხორციელდება ნებისმიერი მოცულობით. სტანდარტული ბეტონმიქსერის ტევადობა 7-დან 10 მ³-მდეა, ხოლო მცირე შეკვეთებისთვის ვიყენებთ კომპაქტურ ბეტონმიქსერს, რომელიც გამოიყენება ვიწრო და რთულად მისადგომ ადგილებში ოპერატიული მიწოდებისთვის.
რა სახეობის ცემენტს იყენებთ ბეტონში?
GBG-ის ბეტონის წარმოებაში გამოიყენება ჩვენივე მოპოვებული ინერტული მასალისგან დამზადებული GBG ცემენტი - პორტლანდცემენტი (CEM I 42.5N, CEM II/A-P 42.5N და CEM II/B-P 32.5N), რომელიც სრულად აკმაყოფილებს სართაშორისო სტანდარტებს. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს ერთგავროვანი, სტაბილური და მაღალი ხარისხის ბეტონი.
