აუდიტი


აუდიტი გულისხმობს კომპანიაში საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის შემოწმებას, რომლის შედეგად ხდება კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, ასევე სააღრიცხვო სისტემის შეფასება და ამ სისტემით წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების სისწორის შემოწმება. აუდიტის პროცესში მოწმდება დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის უტყუარობის, სისრულისა და მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენა, ხორციელდება საქართველოში მოქმედი  ყველა გადასახდის შემოწმება, როგორიცაა:


საშემოსავლო გადასახადი;   

მოგების გადასახადი;

დამატებითი ღირებულების გადასახადი;

აქციზი;

იმპორტის გადასახადი;

ქონების გადასახადი.

 

აუდიტორული შემოწმების ჩატარების შედეგად თქვენ მიიღებთ:

აუდიტორულ დასკვნას;

დაწვრილებით ანგარიშს გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების მითითებით, მათი აღმოფხვრისა და ასევე შიდა კონტროლის სისტემის სქემების სრულყოფის რეკომენდაციებს.


;