GBG - შეფასებითი სამუშაოებს ახორციელებს შეფასების საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ აქტებთან სრულ შესაბამისობაში. მომართვის შემთხვევაში, ჩვენი შემფასებლების მიერ განხორციელდება უძრავი, მოძრავი ქონების, აქციების/წილის/ბიზნესის საბაზრო ფასის დადგენა, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ სწორი და ოპტიმალური გადაწყვეტილება  (ფინანსური და საგადასახადო ასპექტით) ქონების შეძენა/გასხვისების შემთხვევაში. GBG გთავაზობთ პროფესიონალური მომსახურების ფართო სპექტრს ქონებისა და ქონებრივი უფლებების ნებისმიერი სახის შეფასებაზე.

 ქონების შეფასება

1.      უძრავი ქონება

2.      მოძრავი ქონება

3.      ზიანის შეფასება

4.      აქციების, წილის, ბიზნესის შეფასება


1.    უძრავი ქონება

GBG-ს შემფასებლები, მომართვის შემთხვევაში, დროულად მოახდენენ თქვენი მიწის ნაკვეთის,  შენობა-ნაგებობების, ბინების, კერძო სახლების, კოტეჯების, დაუმთავრებელი მშენებლობის  შეფასებას:

ü  ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში

ü  მემკვიდრეობით, ჩუქებით გადაცემის/მიღების შემთხვევაში

ü  ბანკიდან კრედიტის ან სხვა იპოთეკური სესხის მიღებისას

ü  უძრავი ქონების საწარმოს კაპიტალში შეტანის ან/და ამოღების დროს

ჩვენ, ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, ჩვენს მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე, რომელიც შესაბამისობაში იქნება საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დავეხმაროთ მათ, ვისაც სჭირდება ქონების შეფასება და გავუწიოთ კონსულტაცია წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

 

მოძრავი ქონება

GBG გთავაზობთ მომსახურების სრულ კომპლექსს ავტომანქანების, სხვა სატრანსპორტო საშუალებების, სავაჭრო, სამედიცინო, საწარმოო და სხვა მანქანა-დანადგარების შეფასების სფეროში:

ü  ყიდვა-გაყიდვის შემთხვევაში

ü  ბანკიდან კრედიტის მიღებისას

ü  საწარმოს კაპიტალში შეტანის ან/და ამოღების დროს

ü  ზარალის შეფასების დროს

ჩვენი კომპანია ყოველთვის მზადაა დაეხმაროს მათ, ვისაც სჭირდება ქონების შეფასება და გაუწიოს კომპეტენტური კონსულტაცია წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.

 

3.აქციების, წილის, ბიზნესის შეფასება

 

ბიზნესის შეფასება გულისხმობს კომპანიის ყველა აქტივის - უძრავი და მოძრავი ქონების, ფასიანი ქაღალდების, ინვესტიციების, არამატერიალური აქტივების კომპლექსურ შეფასებას. გარდა ამისა ცალკე შეფასების საგანია წარსული, მიმდინარე და მომავალი შემოსავლები, კომპანიის ეფექტურობა, განვითარების პერსპექტივა და კონკურენტული გარემო ბაზარზე. ასევე ხორციელდება ამ კომპანიის შედარება სხვა ანალოგიური საქმიანობის კომპანიებთან. ასეთი ანალიზის საფუძველზე კომპანია ფასდება, როგორც მოგების მოტანის შესაძლებლობის მქონე ქონებრივი კომპლექსი.

GBG გთავაზობთ სრულ სპექტრს ბიზნესის (კომპანიის აქციების/წილის) შეფასების სფეროში.

 

4.  ზიანის შეფასება

მიყენებული ქონებრივი ზიანი მოქალაქის ან კომპანიის მიმართ ჩვენს საზოგადოებაში ხშირი მოვლენაა, რა დროსაც დგება მიყენებული ზიანის შეფასების აუცილებლობა, კომპენსაციის ოდენობის დადგენის და მოთხოვნის მიზნით. თქვენი საკუთრების დაზიანების შეფასება დამოუკიდებელი შემფასებლების მიერ, დაგეხმარებათ თქვენ შექმნათ მყარი იურიდიული მტკიცებულება იმისათვის, რომ დაიცვათ თქვენი უფლებები და მოითხოვოთ კომპენსაციის ოდენობა, დაზიანებული ქონების აღდგენის მიზნით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408- მუხლის შესაბამისად).

GBG-ს ექსპერტები უმოკლეს დროში მოახდენენ თქვენი ქონებრივი ზიანის ან მიუღებელი შემოსავლის შეფასებას.

 

;