საგადასახადო მომსახურება

 

   GBG გთავაზაობთ საგადასახადო მომსახურების სრულ სპექტრს,  ჩვენი გამოცდილი თანამშრომლების კონსულტაციების დახმარებით   საგადასახადო    ვალდებულებების შესრულებას თქვენ კომფორტულად და ზედმეტი სირთულეების გარეშე შეძლებთ.


საგადასახადო აუდიტი გულისხმობს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას, ასევე სააღრიცხვო სისტემით წარმოდგენილი საგადასახადო დეკლარაციების სისწორის შემოწმებას. საგადასახადო აუდიტის პროცესში მოწმდება დაბეგვრისა და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის უტყუარობის, სისრულისა და მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატივებთან შესაბამისობის დადგენა, ხორციელდება საქართველოში მოქმედი  ყველა გადასახდის შემოწმება, როგორიცაა:


საშემოსავლო გადასახადი;                              

მოგების გადასახადი;

დამატებითი ღირებულების გადასახადი;

აქციზი;

იმპორტის გადასახადი;

ქონების გადასახადი.


GBG გთავაზობთ ანგარიშგების შედგენისა და ჩაბარების შემდეგ მომსახურებას:


საშემოსავლო, დღგ-ის, მოგებისა და ქონების გადასახადის დეკლარირება და ჩაბარება;

ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციის შედგენა და ჩაბარება;

ზედმეტად, შეცდომით გადახდილი გადასახადების (მათ შორის საბაჟო) დაბრუნება ან/და სხვა

გადასახადების ანგარიშში ჩათვლისათვის, საჭირო ანგარიშების ფორმების და კორესპონდეციების 

შედგენა და ჩაბარება;

საგადასახადო აუდიტი.

;