საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური უწყისების ანალიზით საგადასახადო  რისკების ჩამონათვალი:


დეკლარაციებისა და ფინანსური უწყისების ანალიზით საგადასახადო  რისკების შესახებ

·   სხვაობა საწყის და საბოლოო მატერიალურ მარაგებს შორის - მოგების გადასახადის დეკლარაციაში, ან ბუღალტრულ ჩანაწერებში საანგარიშო წლის მიხედვით საწყისი და წინა საანგარიშო პერიოდის საბოლოო მატერიალურ მარაგების ნაშთებს შორის სხვაობა.

·   დიდი ოდენობით მიწოდება ურთიერთდამოკიდებულ პირებზე.

·  დიდი ოდენობის მოგების პირობებში გადამხდელს არ უფიქსირდება დივიდენდის გაცემა.

·   გადამხდელი იყენებს შესყიდული და ექსპლუატაციაში ჩაშვებული ქონების სრულად გამოქვითვის მეთოდს. ამავე დროს პერიოდების მიხედვით წლიური მოგების გადასახადის დეკლარაციაში იზრდება ამორტიზაციის თანხა.

·   დღგ-სგან განთავისუფლებული ბრუნვის არსებობის დროს ჩასათვლელი დღგ-ის თანხა არ წარმოადგენს პროპორციით გაანგარიშებულს.

·   საბაჯოზე/ადგილობრივ შესყიდვებზე გადახდილი დღგ და ჩათვლილი დღგ არ ემთხვევა ერთმანეთს (ჩათვლილი მეტია).

·   დღგ-ს ბრუნვების ჯამი აღემატება ერთობლივ შემოსავალს (გასათვალისწინებელია ქონების რეალიზაცია და აქციზი).

·   როდესაც რ.პ.თ (რეალიზებული პროდუქტის თვითღირებულება) აჭარბებს გაყიდვებს, ან მსესხებლის მიერ წარმოდგენილი ფინანსური გეგმით რეალიზაციიდან მიღებული მარჟის შეუსაბამობა დეკლარირებულ და ბუღალტრულ მონაცემებთან.

·   2011წლიდან ყოველთვიურ საშემოსავლო დეკლარაციებში დაფიქსირებული დაქირავებულებზე ხელფასის სახით განაცემების ჯამის სხვაობა შესაბამის საანგარიშო წლის მოგების დეკლარაციაში დაფიქსირებულ დარიცხულ ხელფასთან (ვინაიდან ფიზიკურ პირებზე თანხის გადახდის მომენტი არის ხარჯის გაწევის მომენტი სსკ-ის 144-ე მუხლის მე-4 ნაწილი)

•  საბაჟო დეკლარაციით იმპორტირებულ საქონელზე და ადგილობრივ შესყიდვების შესწავლით  საქონლზე გაყიდვების გათვალისწინებით ვერ ვიღებთ საბოლოო ნაშთს ჩამოწერილ მარაგებზე საშუალო მარჟის  გამოყენებით.

·  ფიქსირდება საგადასახადო მოგების დეკლარაციიდან გამოქვითული თანხა, როდესაც არ ფიქსირდება შემოსავალი

·  სუსტი კაპიტალიზაციის შემთხვევა


;