საბუღალტრო მომსახურება


ჩვენი დახმარებით თქვენი ფინანსური ანგარიშგება შესაბამისობაში იქნება როგორც ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებთან ასევე საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან.

ჩვენ  გთავაზობთ საბუღალტრო მომსახურების შემდეგ სახეებს:

ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება


ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება მოიცავს:

სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირებას;

საბუთების ბრუნვის სისტემის ოპტიმალურ ორგანიზებას;

პირველადი დოკუმენტაციის შედგენა და სამეურნეო ოპერაციების ჟურნალების წარმოებასა და ბუღალტრული რეგისტრების ფორმირებას წარმოდგენილი პირველადი საბუთების საფუძველზე, ბუღალტრული პროგრამების გამოყენებით;

გადასახადების სახეობების მიხედვით, დეკლარაციების შედგენას და წარდგენას საგადასახადო ორგანოებში;

ანგარიშებისა და შედარების აქტების შეჯერებას საგადასახადო ორგანოებთან;

კონსულტაციებს ბუღალტრული აღრიცხვისა და დაბეგვრის შესახებ, ფასს-ით და კანონმდებლობით განსაზღვრულ საკითხებზე.


მოთხოვნის შესაბამისად შეგიძლიათ აირჩიოთ მომსახურების სრული კომპლექსი ან ისარგებლოთ შემოთავაზებული ჩამონათვალის ნაწილით.


ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის აწყობა


ბუღალტრული აღრიცხვის სისტემის აწყობა მოიცავს ღონისძიებების კომპლექსს: უპირველეს ყოვლისა, გრძელვადიანი სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრას, ბუღალტრული აღრიცხვის ფორმისა და ტექნიკური საშუალებების კომპლექსის შერჩევას, ბუღალტრული სამსახურის სტრუქტურის ფორმირებას, საბუთების ბრუნვის გრაფიკის შემუშავებასა და . . ამ ღონისძიებების ჩატარებისას მიიღება გადაწყვეტილება თქვენი კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზების შესახებ.

ხელმძღვანელებისა და ბუღალტრების უმრავლესობა საკმარის ყურადღებას არ აქცევს ორგანიზაციაში ბუღალტერიის მუშაობის დაგეგმვას. სწორად აწყობილი ბუღალტრული აღრიცხვა წარმატებული და სტაბილური ფინანსური ანგარიშგების საწინდარია, რაც საშუალებას მოგცემთ თავიდან აიცილოთ შეცდომები. საწარმოში ბუღალტრული აღრიცხვის აწყობა ითვალისწინებს:

ბუღალტრული აღრიცხვის აწყობა შესაძლებელია როგორც ცალკეული მიმართულებებით, ასევე აღრიცხვის სისტემებისადმი კომპლექსური მიდგომით.საკმარისია ერთხელ სწორად ააწყოთ ბუღალტრული აღრიცხვა და თქვენ დაცული იქნებით იმ სისტემატური შეცდომებისაგან, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს თქვენი კომპანიის ფინანსურ შედეგებზე.


ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა


ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა არის პირველადი დოკუმენტების საფუძველზე კომპანიის განვლილი და მიმდინარე პერიოდის სამეურნეო ოპერაციების, გატარებების, ბუღალტრული და საგადასახადო აღრიცხვის რეგისტრების წესრიგში მოყვანის კომპლექსური პროცედურა.

ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:


საწარმოში არსებული საჭირო პირველადი დოკუმენტაციის შერჩევა, ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენისათვის;

საწარმოს ბუღალტრულ სამსახურთან ერთად ნაკლული საბუთების მომზადება;

ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრების შექმნა;

აღდგენის წარმოება თანამედროვე ბუღალტრული პროგრამების საშუალებით, კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და ფინანსური შედეგების ფორმირების გათვალისწინებით;

ბუღალტრულ პროგრამებში საგადასახადო სისტემის შექმნა, საგადასახადო რეგისტრების ავტომატური ფორმირებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად დეკლარაციების ავტომატურად შევსებისათვის;

საგადასახადო დეკლარაციების დაზუსტება, აღდგენის პროცედურების დროს შექმნილი რეგისტრების საფუძველზე.

ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენის პროცედურის ხანგძლივობა და მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ყოველი საწარმოსათვის ინდივიდუალურად შემდეგი მაჩვენებლების გათვალისწინებით:

 საქმიანობის პერიოდი

საქმიანობის სახეობების რაოდენობა

საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის არსებობა

საბუთების ბრუნვის მოცულობა და საბუთების არსებობა


;