GBG წარმოადგენს კომპანიას, რომელშიც მოღვაწეობენ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები აღრიცხვა-ანგარიშგება-აუდიტის, კონსალტინგის, კორპორაციული ფინანსების, რისკების მართვის, საგადასახდო და იურიდიულ სფეროში.


კომპანიის ეთიკური პრინციპებია:
  • პატიოსნება და კეთილსინდისიერება - ჩვენ განუხრელად მივისწრაფვით დავიცვათ მაღალი პროფესიული სტანდარტები, გავცეთ ნათელი, არაორაზროვანი და რელევანტური რეკომენდაციები და არ გადავუხვიოთ პროფესიული მიუკერძოებლობის პრინციპებიდან;
  • პროფესიონალიზმი - ჩვენ გამოვირჩევით ფაქტების კომპლექსური და დეტალური ანალიზით და მოქმედი კანონმდებლობის სკრუპულოზური დაცვით;
  • კომპეტენტურობა - ყოველი კონკრეტული პროექტისათვის ჩვენ ვარჩევთ სპეციალისტებს, რომლებიც გამოირჩევიან მაღალი კვალიფიკაციითა და მდიდარი გამოცდილებით;
  • ობიექტურობა - კრიტიკული დამოკიდებულება ფაქტებისადმი და ობიექტური ანალიზი განაპირობებს ჩვენი როგორც საიმედო და ობიექტური კონსულტანტების რეპუტაციას;
  • კონფიდენციალურობა - მუდმივად ვიცავთ ჩვენი კლიენტებისაგან მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობას;
  • სოციალური პასუხისმგებლობა - კარგად ვაცნობიერებთ ჩვენს როლს და გავლენას გარემომცველ გარემოზე და ჩვენს მოქმედებაში ვითვალისწინებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ვცდილობთ მუდმივად სრულვყოთ, გავაფართოოთ და განვავითაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება;
  • პიროვნების პატივისცემა -  ჩვენ ვაფასებთ ჩვენი თანამშრომლების არა მხოლოდ ცოდნასა და გამოცდილებას არამედ პატივს ვცემთ მათს პიროვნულ თვისებებსაც.

მისია
 
GBG-ის მისიაა ტრადიციული და ნოვატორული კონსალტინგური გადაწყვეტილებების ინტეგრაციის საფუძველზე დაეხმაროს საქართველოში მოქმედ ბიზნეს-კომპანიებს მაღალი რენტაბელობის მიღწევაში, როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშორისო ბაზრებზე.
  
სტრატეგიული მიზნები


  • კონსალტინგური მომსახურების ბაზარზე საქართველოში  ლიდერი პოზიციის დაკავება;
  • კლიენტების და პარტნიორების მომსახურების დონის სრულყოფა და განვითარება;
  • სოციალურად ორიენტირებული ბიზნესის პროპაგანდა;
  • კომპანიის, როგორც საიმედო და სტაბილური პარტნიორის იმიჯის უზრუნველყოფა.


;